20:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 14:03:25, 299 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ხე-ტყის უკანონო მოპოვება რჩება გამოწვევად, აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნულ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

როგორც შამუგიამ აღნიშნა, სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების მიზანი, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა. 

„პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ კანონპროექტი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შესახებ, რომელიც პრევენციის მიზნით, ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სატყეო სექტორში კომპლექსური რეფორმა დავიწყეთ, რომლის საფუძველიც იყო ახალი ტყის კოდექსის მიღება. დღეს 54-მდე საქმიანი ეზო ფუნქციონირებს სატყეო სააგენტოში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდებას. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვა. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები. 4 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე მოცული და პროცესი მომდევნო წლებშიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები. თუმცა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება მაინც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე მომზადდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება,  სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული ხე-ტყის აღმოჩენა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანი არის უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია და ვფიქრობთ, ეს კანონპროექტი ამას ხელს შეუწყობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, კანონპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics