|
2024-07-31 17:12:30, 476 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ჰანიეს მკვლელობაში აშშ ჩართული არ იყო
ამერიკის შეერთებული შტატები არ იყო ჩართული "ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. სინგაპურში, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ბლინკელმა თქვა რომ "ეს არის ის, რის შესახებაც არ იცოდნენ და არ იყვნენ ჩართულები". ბლინკენს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, რომ მომხდარს ომის მიმდინარეობაზე გავლენა ჰქონდეს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა თქვა: "მრავალი წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ არასდროს მოვახდინო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შესაძლოა იქონიოს ერთმა მოვლენამ რაღაცაზე“. ბლინკენმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობას. მისივე თქმით, ამის მხარდასაჭერად აშშ ყველაფერს გააკეთებს. ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)