|
2024-07-31 16:11:10, 501 ნახვა
საზოგადოება
რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა
რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან ერთად რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა. მათივე ინფორმაციით, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში “წლისრეინჯერი" გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, აგრეთვე რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმრეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. "დღეს აღვნიშნავთ რეინჯერთა მსოფლიო დღეს. მინდა მივულოცო თითოეულ რეინჯერს დღევანდელიდღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის. რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ჩვენი გმირი რეინჯერების ხსოვნას, ვინც ამ საქმიანობას შეეწირნენ და ყველაზე უკეთესი, თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ამ საქმისთვის. ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას 500-მდე რეინჯერი ემსახურება. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი ინფორმირება. ესა რის, მე ვიტყოდი, საპატიო საქმე და სახელმწიფო ზრუნავს და აუცილებლად იზრუნებს, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები, აღჭურვილობა, სოციალური გარანტიები და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ საქმიანობა და იყვნენ დაფასებულები",- განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 24 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 450 რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 13%-ზე მეტია. მიმდინარე წელს რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვის დასოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის “გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო" -ს ფარგლებში გაიმართა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)