13:36 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 14:48:29, 488 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ ვიცე-მერს, თბილისში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტაქსის სერვისის დასანერგად, მუშაობის დაწყება დაავალა

გვინდა, რომ განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სადაც შშმ პირთათვის სპეციალური ტაქსები არსებობს, აღნიშნული სერვისი თბილისშიც დაინერგოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნული სერვისის დასანერგად მოლაპარაკებები დაიწყოს ტაქსის იმ კომპანიებთან, რომლებიც  თბილისში ოპერირებენ. 

„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ტაქსების რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირთათვის ყველანაირად ადაპტირებულია, რათა მათ გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ. დღეს დედაქალაქში ბევრი კომპანიაა, რომლებიც ტაქსების მიმართულებით მუშაობენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მათ დაველაპარაკოთ, ვთხოვოთ, რომ შესაბამისი აღჭურვილობის მანქანები შემოიყვანონ, რათა შშმ პირებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, სპეციალური აღჭურვილობის მქონე ტაქსის სერვისით სარგებლობა. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მსგავსი ტიპის მანქანების შემოყვანა ვერ შეძლონ. ამიტომ, დაველაპარაკოთ მათ“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics