|
2024-07-31 09:25:42, 515 ნახვა
მსოფლიო
ABC News - ირანი აცხადებს, რომ თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს
ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ABC News-ის ცნობით, ჰანიეს დაღუპვას ადასტურებს "ჰამასიც" და აცხადებს, რომ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაში მონაწილეობის შემდეგ, საკუთარ სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით "ჰამასის" პოლიტიკური ოფისის წევრმა, მუსა აბუ მარზუკმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ჰანიეს მკვლელობა ლაჩრული ქმედებაა და არ დარჩება უპასუხოდ". ფაქტს უკვე მოჰყვა სხვა გამოხმაურებებიც. პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მკაცრად დაგმო მომხდარი და მას "ლაჩრული აქტი" უწოდა. განცხადება გაავრცელა "ისლამურმა ჯიჰადმაც" და თქვა, რომ მათ "ჰანიეს სიკვდილი ხელს არ შეუშლის".
(ისმაილ ჰანიე და მასუდ პეზეშქიანი) ჰანიეს დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა IRGC-მა. განცხადებაში, რომელიც გავრცელდა მის მიერ კონტროლირებადი მედიის განყოფილების Sepah news-ის მიერ, ნათქვამია, რომ ჯგუფი იძიებს "ინციდენტის მიზეზს" და შედეგს მოგვიანებით გამოაცხადებს. ამავე განცხადებაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა თქვა, რომ ჰანიე და მისი ერთ-ერთი მცველი "მოწამეობრივად დაღუპულები" არიან. ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა.
(ისმაილ ჰანიე და აიათოლა ალი ხამენეი) გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს პრეზიდენტმა "ჰამასის" ლიდერს უთხრა, რომ ირანი "დადგება პალესტინელი ხალხის გვერდით", ჰანიემ კი ირანს "საპატიო პოზიციისთვის" მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)