2024-07-29 17:05:55, 464 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს
თბილისში, მდინარე მტკვრიდან მაშველებმა შუახნის ქალი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მაშველებმა ქალს პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც იგი, კონტაქტურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,