2024-07-29 15:09:36, 444 ნახვა
მსოფლიო
Politico - ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების გამო, ავიაკომპანიებმა ლიბანში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი დაპირისპირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ლიბანში ფრენები შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ „ლუფთჰანზა” ბეირუთში რეისები 5 აგვისტომდე შეწყვიტა.
საჰაერო მიმოსვლა შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზებმა და „ევროვინგსმაც“ შეაჩერეს.
ასევე, თურქეთის ავიაკომპანიამ, „ეგეოსის ავიახაზების“, „ეთიოპიურისა“ და „მიდლ ისთ ეარლაინსის“ დღევანდელი ავიარეისები შეაჩერა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,