|
2024-07-29 14:26:38, 331 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დასავლურ დახმარებაზე - ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნების დახმარებაზე
ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და ქვეყნებზე, რომელიც დაასახელეთ,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას დასავლელი პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებაზე. მისი თქმით, "სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და უხერხულია იმ თანხების შეხსენება, რომლის მოცულობას ბევრად აღემატება ერთი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები". “მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტი ღირს, ვიდრე, ვთქვათ, 12 წლის განმავლობაში 30 მილიონი. ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც თქვენ ახლა დაასახელეთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი მთავრობა, რომელიც არის პატრიოტი ადამიანებით დაკომპლექტებული და იცავს ქვეყნის ინტერესს, არ მოაკლებს არაფერს. ბევრი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა არსებობს გამოწვევები და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ მომდევნო წლების განმავლობაში. შედარება არის მარტივი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა მდგომარეობა იყო ყველა მიმართულებით და რა ვითარება გვაქვს დღეს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის არგუმენტი და საბაბი არ არსებობს. “არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმემ შეწყვიტოს ფინანსების გაცემა, სესხის გაცემა, იმიტომ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი არის ძალიან მაღალი, ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები და მიღწევები, გვაქვს მიღებული შედეგები. შესაბამისად, არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით შეჩერდეს სესხები. თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც - საქართველოს ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება“,- აღნიშნა კალაძემ.
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)