16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 20:09:52, 557 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უკრაინული დელეგაციის წევრები სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბების, საკადრო პოლიტიკისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  უკრაინაში პრობაციის სამსახური ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად, უკრაინული დელეგაციისთვის ამ მხრივ ქართული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„უკრაინელ მეგობრებს პრობაციის სისტემის რეფორმასთან და ზოგადად, არასაპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილების გაზიარება სურდათ. გარდა ამისა, სამინისტროში სტუმრობისას ისინი ჩვენი სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ.  ხაზი გაესვა შინაპატიმრობას, როგორც არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთ სახეს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

უკრაინის პრობაციის სამსახურის უფროსის ოლეგ იანჩუკის განცხადებით, მათთვის ამ სფეროში საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია ძალიან საინტერესოა.

„უკრაინაში პრობაციის კანონი 2015 წელს მივიღეთ, შესაბამისად, გვსურს საქართველოს გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ. გარდა ამისა, სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები ინტერესით ისმენდნენ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას“, - განაცხადა იანჩუკმა.

უკრაინული დელეგაციის წევრები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსაც ეწვივნენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კი, მათთვის პრეზენტაცია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა გამართა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics