|
2024-07-28 14:45:15, 339 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „TV პირველს" - სასამართლო გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, "TV პირველს" მოუწევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ამისშესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მისივე განმარტებით, აბსურდია ტელეკომპანიის მიერ გამოთქმული ვარაუდი, თითქოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების შეტანა ძვირადღირებული საათების დეკლარაციაში ასახვის შესახებ ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება. "სანამ რაიმეს იტყვით, უნდა გააცნობიეროთ, რომ ხართ ტელევიზია და გაქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა. მას შემდეგ, რაც მე მოვიგე სასამართლო პროცესი, თქვენ მიერ იყო გასაჩივრებული ყველა ინსტანციაში, გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში თქვენგან იყო ნული რეაგირება, არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ. შესაბამისად, გიწევთ პასუხისგება. თქვენ შეგიძლიათ განცხადების შეტანა დააკავშიროთ ყველაფერს, ისევე როგორც ჩიტაძის ქუჩის მოწესრიგება დავიწყეთ და აქციებს დააკავშირეთ, პარლამენტის წინ ტერიტორიის მოწესრიგება დავიწყეთ და ასევე აქციებს დააკავშირეთ. ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. პირველ რიგში უნდა უარყოთ და მოიხადოთ ბოდიში, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია, დანარჩენზე ვიფიქრებთ", - განაცხადა კალაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)