|
2024-07-26 15:45:11, 342 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში გამართულ კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს რიგით 39-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, კლიმატის მწვანე ფონდში მიმდინარე ცვლილებების უკეთ გაცნობისა და პროცესებში ეფექტიანად ჩართვის მიზნით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საბჭოს მიერ რეგიონული დიალოგის ორგანიზების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება კლიმატის მწვანე საბჭოს ფინანსურ რესურსებთან ქვეყნების ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა. "აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, ფონდიდან ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით, კვლავ ვერ ეწევა სხვა რეგიონებს, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, რეგიონი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მზარდი ბუნებრივი კატასტროფების ფონზე კი, ეს გამოწვევები მეტად თვალსაჩინო ხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებაზე რეგიონული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და პროექტებში, ქვეყნების ეფექტიანი ჩართულობა",- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროგრამების დაფინანსების, ფონდთან პარტნიორობისა და ხელმისაწვდომობის ასევე, ფონდის აკრედიტაციის პროცესის გამარტივების საკითხები. "მნიშვნელოვანია, რომ ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს 2023 წლის იანვრიდან წარმოადგენს. მინისტრის პირველი მოადგილე ასევე საბჭოს აკრედიტაციის კომიტეტის თავმჯდომარეა. უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის კომიტეტი აქტიურად მუშაობს აკრედიტაციის პროცედურების გამარტივების საკითხებზე. გამარტივებული პროცედურები კი, ფონდიდან მოზიდული სახსრებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ საბჭომ რიგით 39-ე შეხვედრაზე მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების 17 ახალი პროექტი დაამტკიცა, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)