13:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 16:31:47, 456 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილსა და „ლელოზე“ - მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა - ეს არის დავალებების შემსრულებლობა

აი თქვენც ხომ თქვით ახლა, თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ [ლელოს] შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის იკავებს ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, ჩარევაა უკანონო, მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა ვინც „ლელოს“ 5%-იან ბარიერს გადაალახვინებს.

მდინარაძის თქმით, „ლელოს“ და სალომე ზურაბიშვილს გარდა ბოროტებისა აერთიანებთ დავალებების შემსრულებლობა და ისინი მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ".

"ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა, ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ საქართველოს და არა საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ, საქართველოს წინააღმდეგ“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics