|
2024-07-25 10:57:11, 399 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის" თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია. „ამის გამოხატულებაა ის, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და გავაუმჯობესოთ ის სოციალური პირობები, რომელიც თავდაცვის ძალების მესვეურებს აქვთ“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, პირველ რიგში რესურსი მიემართება თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კონკრეტული ნაწილი კი, - სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი ასევე, მიმართულია თავდაცვის უწყებაში არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გრძელვადიან გეგმებზე, რაზეც მას ინტენსიური მუშაობა აქვს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან. „ჩემთვის სასიამოვნოა იმ გუნდთან მუშაობა, რომელსაც კარგად ესმის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ რესურსების მიმართვის მნიშვნელობა, რომელიც მიემართება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ. იქნება გარკვეული სიახლეები, რომელიც უკავშირდება 2025 წელს და უფრო გრძელვადიან პერიოდს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)