2024-07-25 10:41:14, 430 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ბაიდენის გამოსვლა ოვალურ კაბინეტში ძალიან ცუდი იყო
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ტრამპი წერს, ბაიდენის გამოსვლა "ძლივს გასაგები და ძალიან ცუდი იყო".
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯი ბაიდენის გამოსვლა ძალიან ცუდი იყო",- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ოვალური კაბინეტიდან ერს პირველად მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,