10:43 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 18:24:53, 350 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დელეგაციის წევრები, კრიზისების მართვის დაგეგმვის დირექტორატის  უფროსის, გაბორი კლოდის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მიიღო. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თემას შეეხო. 

მხარეებმა 2015 წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარდა ამისა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან, სადაც გაბორი კლოდი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ლექციას წაიკითხავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics