14:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 16:23:30, 547 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და  თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დაესწრო სოფელ ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოებს.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა აღნიშნა, სოფელ ფონიჭალაში 3400 კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი დაიგება.

„კრწანისის გამგეობამ აქტიურად დაიწყო საგზაო სამუშაოების წარმოება.  ჩვენ ახლა ვიმყოფებით  ქვემო ფონიჭალაში, სადაც იგება 3400 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი.  სოფელ ფონიჭალაში იეთიმგურჯის შესახვევში 700 კვადრატული მეტრი  და ამავდროულად  2000-ზე  მეტი კვადრატული მეტრი  ასფალტის საფარი იგება თბილისში,  ბერძნის ქუჩაზე. სამუშაოები რა საკვირველია გაგრძელდება, ვინაიდან ამაში ამინდებიც გვიწყობს ხელს. კონკრეტულად  ფონიჭალაში  ჩვენ  დაგეგმილი გვაქვს ყველა ქუჩა იყოს მოასფალტებული ამ წელს. წლის განმავლობაში ჩვენ გვინდა, რომ ყველა ქუჩაში დავაგოთ გზა  და საერთოდ, რაიონში ყველა პრობლემა რაც არის დაკავშირებული გზებთან და ქუჩებთან  მოვაგვაროთ უმოკლეს ვადაში“,-განაცხადა გიორგი კოპალეიშვილმა.

ამასთან, თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა  დეპუტატმა  ბექა ნაცვლიშვილმა სოფელ ფონიჭალაში მიმდინარე  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.

ნაცვლიშვილის თქმით, სოფელ ფონიჭალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები  გაგრძელდება.

„სოფელ ფონიჭალაში  3400 კვადრატულ მეტრზე იგება  ასფალტი, 700 კვადრატული   იეთიმგურჯის ქუჩაზე, ხოლო 2400 კვადრატული იგება რუსთაველის ქუჩის პარალელურ ქუჩაზე. რაც  შეეხება სამომავლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მაგალითად, გოგებაშვილის ქუჩაზე არის კედელი ჩავარდნილი და კედლის არდგენას ვგეგმავთ. იმიტომ რომ ეს საშუალებას მოგვცემს იქ ასფალტი დავაგოთ.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფოუერთან“   თანამშრომლობით უნდა ვცადოთ სოფელში კანალიზაციის გაყვანა, ეს პრობლემა დგას და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics