14:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 16:23:04, 433 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარი და  ევროკავშირის ელჩი საქართველოში  იანოშ ჰერმანი დევნილთა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა პროგრამა IV-ის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მხარდაჭერა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოყოფილი თანადაფინანსებით  რამდენიმე კვლევა ჩატარდა. კვლევები შეეხებოდა სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის, დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და საბაზრო საჭიროებების საკითხებს. კვლევების შედეგები მიზნად ისახავს საარსებო წყაროების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერას.

მათივე ინფორმაციით, საარსებო წყაროების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია დევნილთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება დევნილთა და მათი მასპინძელი თემებისათვის შემოსავლის მომტანი / დასაქმების შესაძლებლობების სტრატეგიული დაგეგმვა, მონიტორინგი და კოორდინაცია, რათა მიღწეულ იქნას დევნილთამდგრადი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა და   მათი ეკონომიკური თვითკმარობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ზემოაღნიშნული კვლევების ძირითად განმახორციელებლებთან (დანიის ლტოლვილთა საბჭო-DRC, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“-ACF და Human Dynamics) ერთად, შედეგების წარდგენის ღონისძიებას უმასპინძლეს. ოთხი კვლევის ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები დევნილთა საკითხებზე მომუშავე ძირითად დაინტერესებულ მხარეებს წარედგინათ.

კვლევები შემდეგ საკითხებს შეეხო: 1) შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების, განვითარებისა და ტრენინგის საჭიროებები; 2) საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობი პროგრამების, პროვაიდერებისა და მექანიზმების აღწერა/ანალიზი; 3) საქართველოში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების საჭიროებების კვლევა და 4) იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვანწილად დაეხმარება დევნილთა სამინისტროს, შეიმუშაოს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროგრამები.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics