|
2024-07-23 17:16:08, 471 ნახვა
სამართალი
ქაცარავა - სასამართლომ დამნაშავედ მცნო - ჯარიმა 2 000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა
როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა. "როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა. ჯარიმა 2 000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა. დასკვნა? სასამართლო წარმოადგენს "ქოცნების" ბრმა იარაღს და არ უნდა გვქონდეს ილუზია მის რამე სახით დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 26 იქტომბერს "რუსული ოცნება" უნდა გავუშვათ მის ორგანულ, მშობლიურ წიაღში, რუსეთში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც რუსეთს საჩუქრად უმზადებს ქოცმთავრობა",- წერს ქაცარავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)