|
2024-07-23 17:02:06, 346 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე ოპოზიციაზე - რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა
სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ქართველის სისხლი აქვს დაღვრილი და არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ისინი გასამართლებას ვერ ასცდებიან". "რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია!!! ერთიან ნაციონალურ ტერორისტულ მოძრაობას ბევრი ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი, ავადმყოფი მანიაკებისგან დაკომპლექტებული სინდიკატია, თავში არ მოუვათ კაცის მოკლა თუ გაუჭირდებათ? ესენი არიან ჩვენი სამშობლოს ხორცმეტები! არჩევნების შემდეგ ნაცრეჟიმი გასამართლებას ვერ ასცდება! ის დანაშაულებიც სააშკარაოზეა გამოსატანი ვისი დავალებით გახვიეს ქვეყანა ომში და ახლაც ყველაფერს აკეთებენ რომ თბილისის ციდან ბომბები ცვიოდეს! 9 წელიც რომ დავივიწყოთ, იმდენი ცოდვა და სიმყრალე ჩაიდინეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მარტო ამისთვის გაფარჩაკდებიან არჩევნებზე! ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და "ქართული ოცნების" გვერდით! აფეთქება? თქვენი მეტიკტოკე ბოევიკობა არ გაიშვას, სააკაშვილის ქაფი ხართ, სხვისი ქვეყნის აგენტურა! დაგდებთ ბეჭებზე 26 ოქტომბერს!", - წერს დიმიტრი სამხარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)