|
2024-07-23 14:36:55, 348 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ
ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია - ამ პოზიციით გამოდიან ჩვენი ოპონენტები და გადაუვლიან ისინი თავისი ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ხერხებით ყველას, ვინც მათ აზრებს არ იწონებს. გიორგი გველესიანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, ამ ადამიანებს დავანებოთ თავი, იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ისეთი პოლიტიკური აზრი აქვს და გამოთქვამენ ამ აზრს და ვიღაცის აზრს ხან ემთხვევა და ხან არ ემთხვევა, ამის გამო შეიძლება ეს გმირი ბიჭები ბულინგის ქარცეცხლში მოვაქციოთ? ხომ არ შეიძლება? ამასაც კადრულობენ, იმიტომ, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს, ვინც არ დაეთანხმება მათ ყველა უნდა აბულინგონ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, "ოპოზიციის მხრიდან ბულინგის კამპანიით ადგილი აქვს გიორგი გველესიანის ვერბალური მკვლელობის მცდელობას". "არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც დაიგეგმა სადღაც, არც სხვა ქვეყნებში არ გამოუვიდათ საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით, მათ შორის, სხვას ვერაფერს დააბრალებ მაგალითად ტრამპის გადარჩენას. არ ხდება ის, რაც მათ აქვთ დიდ სურათში დანახული და დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა, ეს ხომ შემთხვევითი არ არის, ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები და ტერორისტული აქტები ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. ეს დამთხვევაა? საღლიცინო საკითხია, როგორც ისინი ცდილობენ სოციალურ ქსელში გადაიტანონ ეს თემა? ამისი გაგრძელებაა ვერბალური მკვლელობები და ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა მაგალითად გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ხოლმე",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)