2024-07-23 12:09:43, 405 ნახვა
მსოფლიო
ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
იტალიის ქალაქ ნეაპოლში აივნის ჩანგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 7 ბავშვია, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
გარდაცვლილები არიან 29 წლის მამაკაცი და 35 წლის ქალი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,