|
2024-07-23 12:01:30, 451 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა
პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ, ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ,- ამის შესახებ “ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, "უმძიმესი ვითარებაა" და ამას “ქართული ოცნება” "კონსტიტუციის უგულებელყოფას უმატებს". “დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, რომ თვითონ გამდიდრეს, ხალხი კი უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ, ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროპისკენ. ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია, შეიყვანოს საქართველო ევროკავშირში დაჩქარებული წესით, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება ყველას ერთად”,- განაცხადა ვაშაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)