16:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 20:41:59, 411 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი - პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას - ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს

პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც ნატოს ალიანსში ამერიკის როლზე ისაუბრა.

როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ნატოს როლი ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას.

„ცხადია, პირველ რიგში, დემოკრატიულმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, ვისი კანდიდატურა წარადგინონ. შემდეგ ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურთ, რომ გახდეს მათი პრეზიდენტი. ჩემი მიდგომა იქნება შემდეგი: პატივს ვცემ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს.

რა თქმა უნდა, აშშ არის სანდო მოკავშირე. ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში და თქვენ დაინახეთ ეს ნატოს საბჭოზე სულ რაღაც ათი დღის წინ. ჩვენ, ყველას ნათლად გვესმის, რომ სულ უფრო დაუცველი სამყაროს წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ნატოს როლი ახლა, რომელიც ალიანსმა უნდა შეასრულოს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას“, - განაცხადა კირ სტარმერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics