|
2024-07-22 17:15:27, 318 ნახვა
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე ენმ-ზე - მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან მოქალაქეებს, გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პროექტი დაიწყო - ,,ემგიდი''. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს. ჩაკვეტაძეს თქმით, "ჯაფარიძე, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას წარმოადგენს და მიხეილ სააკაშვილის "სპეციალური წარმომადგენელიც" არის". რაც შეეხება ემიგრანტებს, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს. "მოგესალმებით მოქალაქე სოფო ჯაფარიძეო... კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის "პირადი წარმომადგენელი''. ამათ მე მგონი მართლა ჰგონიათ, რომ ,,ერთიანობა'' რომ დაირქვეს, ნაცები აღარ არიან. ნაც. მოძრაობამ ახალი პროექტი დაიწყო - "ემგიდი''. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)