02:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 16:43:47, 318 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურში დისტანციური და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელი 90%-ზე მეტია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, 2024 წლის 7 თვის მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობამ 152 136 შეადგინა, რაც წინა 2 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია.

სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელის 90%-ზე მეტი ნიშნულის მიღწევა.

"აქვე გაცნობებთ, რომ 2024 წლის მაისის თვიდან, "RS ჩათის" ფარგლებში ამოქმედდა ციფრული ასისტენტი "RS-ბოტი", რომელიც წინასწარ დაიდენტიფიცირებულ/შერჩეულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო/ საბაჟო კანონმდებლობასთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. "RS-ბოტი" მომხმარებლებთან, ასევე აგზავნის კითხვის თემებთან დაკავშირებულ შესაბამის ბმულებს. 2022 და 2023 წლების 6 თვის მონაცემებთან შედარებით "RS ჩათის" სესიებზე რეაგირების წილი საკმაოდ მზარდია და 2024 წლის II კვარტლის მდგომარეობით 97 პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის.

შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - ციფრული ასისტენტის, ,"RS ჩათის", ჭკვიანი ,,RS ბოტი"  და "ვიდეო ზარი" მომსახურებით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე  www.rs.geარსებული 500-მდე ელექტრონული სერვისით“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics