|
2024-07-19 15:34:50, 409 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო გამოცემამ Euromoney „თიბისი“ საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, "თიბისი", ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. "თიბისიმ" აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს. წლის განმავლობაში "თიბისიმ" მობაილბანკის მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, სხვა ბანკიდან მომენტალური გადმორიცხვა, ლოიალობის პროგრამა - ერთგული და სხვა. „ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემამ Euromoney "თიბისი" საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. "თიბისის" მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "თიბისის" საქმიანობა კომპანიის მისიას სრულად შეესაბამება", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორი. "თიბისიმ" მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მობაილბანკის სერვისების სიჩქარე და ხელმისაწვდომობა. "თიბისის" მთავარი მისია ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამ მიღწევების შედეგად იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება, რაც აძლიერებს მას, როგორც ლიდერ ციფრულ ბანკს საქართველოში.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)