15:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 11:34:17, 389 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება.

როგორც მან აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის  შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

„სასჯელის 1/6 -ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს ჩვენ 22 000 პრობაციონერი გვყავს  და აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ  7 000 პრობაციონერს შეეხება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ინიციირებული პროექტი შესაბამისობაშია საქართველოში დღეს არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან",- განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, „ქურდულ სამყაროს", კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

„თავისი მასშტაბურობით ამნისტიის ეს პროექტი,  რომელსაც ჩვენ დაბალანსებულ ამნისტიას ვუწოდებთ, საკმაოდ შთამბეჭდავია. ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი - 1 000 პატიმარს. ამნისტიის მიზანი თავიდანვე  გაცხადებული იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგომის დროს. მაშინ მან დააანონსა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება მუშაობდა „ამნისტიის შესახებ" პროექტზე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო და კონკრეტული მიზანი -  პატიმართა რაოდენობის  ევროპულ სტანდარტთან გათანაბრება",- თქვა იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics