|
2024-07-19 10:35:15, 299 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, 25 000 მ ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქანის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის, ლევან ცხადაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტი ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც ბოლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულა. “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიურ ფაზაშია ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მივიღებთ ე.წ. ჩიხური ტიპის თვითმფრინავის სადგომებს. ჯამში 11 სადგომს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ეფექტიანად გაზრდილი მობილობით მოვემსახუროთ საჰაერო ხომალდებს. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, გაზრდილ მგზავრთნაკადს. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ბაქნის გაფართოების სამუშაოები. რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ბაქანის გაზრდისთვის და ერთდროულად უფრო მეტი საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის“,- განაცხადა ლევან ცხადაძემ. დავით აღმაშენებლის აეროპორტი აქამდე დაპროექტებული იყო 9 საჰაერო ხომალდის თვითმავალი ტიპის სადგომებით, რეაბილიტირებული ბაქნის შემდეგ კი, აეროპორტი ნაწილობრივ გადავა ახალ ე.წ. ჩიხურ სისტემაზე. თვითმფრინავების სადგომის რაოდენობა კი 9-დან 11-მდე გაიზრდება. საიდანაც 4 სადგომი დარჩება თვითმავალის ტიპის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. რაც საშუალებას იძლევა მცირე დროის მონაკვეთში აეროპორტი უფრო მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახუროს. ქუთაისის აეროპორტის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ენკო“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება სრულად საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)