18:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 14:45:44, 451 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მივმართავ ზურაბიშვილს სესიის მოწვევაზე - თუ იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, სხდომას მე ჩავნიშნავ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ექნება მცდელობა, საკანონმდებლო ორგანოს "მუშაობაში ხელი შეუშალოს", სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე თავად ჩანიშნავს.

„დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, 18 ივლისის 12:00 საათიდან  რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მას  48 საათი აქვს იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება მცდელობა, რომ ქალბატონმა სალომემ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, მე ჩავნიშნავ ამ სხდომას. ასე რომ, 18 ივლისს, ყველა შემთხვევაში გვექნება პლენარული სხდომა",- თქვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხუთშაბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და იმავე დღეს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

პარასკევს, კომიტეტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს და შესაბამისად, პარასკევსვე, რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული პროექტის განხილვა და კენჭისყრა მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics