|
2024-07-15 13:03:25, 358 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება
დღეს საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. ეს კვლევის ანგარიში არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქანაძემ განმარტა, მმართველი პარტია საზოგადოებას წარუდგენს საბაზისო კვლევას, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად გამჭვირვალეა ის 474 ორგანიზაცია, რომლებიც "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას ეწინააღმდეგებოდა. "ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად არის ნებისმიერი ჩვენი საზოგადოების დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროსთან, გუნდთან თუ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. საზოგადოებას მოეხსენება, რომ მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც რიგი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღება დაუშვებელია. უფრო მეტიც, ისინი ამბობდნენ, რომ ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ინფორმაცია, როგორც საქმიანობის, ასევე დამფინანსებლის და კონკრეტული ფინანსების განკარგვის და საქმიანობის შესახებ არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას",- აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მის აღსრულებას არ დაემორჩილებოდნენ, ვინაიდან საზოგადოებისთვის მათი გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია ისედაც უზრუნველყოფილი იყო - სწორედ ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, 7 საბაზისო კომპონენტის მიხედვით შეესწავლა, რამდენად შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ დაინტერესებულ წარმომადგენელს, მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ. "შემდგომში კიდევ გამოჩნდა ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციათა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია და როგორც წეღან გითხარით, გამჭვირვალობის და ხელმისაწვდომობის კომპონენტი საზოგადოებისთვის ისედაც უზრუნველყოფილი არის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების რეალური ინფორმაცია, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად გამჭვირვალე არიან ისინი და რამდენად არის საზოგადოებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც მათ საჯაროდ აქვთ წარმოდგენილი. ჩვენ შევისწავლეთ 12 ივლისამდე პერიოდში 474-ვე ორგანიზაციის შესახებ არსებული ინფორმაცია საჯარო წყაროებზე და ეს შესწავლა დაეფუძნა საბაზისო ინფორმაციას. აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება სიღრმისეულ შესწავლას, არამედ, ძირითად ფაქტებს და 7 კომპონენტი ავიღეთ შესწავლის მიზნით, ესენია: როგორც ხედავთ, ინფორმაცია არის აბსოლუტურად საბაზისო, ზედაპირული იმისთვის, რომ ადამიანს შეუქმნას ელემენტარული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ორგანიზაციაა, რა საქმიანობას ახორციელებს და რა ფინანსები მიიღო და არა სიღრმისეული, შემდგომში კონკრეტულად რა აქტივობები განხორციელდა და ეს ფინანსები სად და როგორ დაიხარჯა. ამის მიხედვით გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს შედეგები, 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონის მიღებას, თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში",- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)