19:05 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-14 13:54:39, 444 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით." -ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს."- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დაჭრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსად დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics