|
2024-07-13 16:41:58, 618 ნახვა
პოლიტიკა
ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია - კალაძე უზრა ზეიას გზავნილებზე
არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, -ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს მთავრობას ქვეყნის კურსის შესწორებისკენ მოუწოდა. კალაძის თქმით, თუ რაიმე წარმატება აქვს მიღწეული დღეს ქვეყანას ეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. “ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. მაშინ რა ხდებოდა? კლავდნენ, აუბედურებდნენ, აწამებდნენ, ჩაგრავდნენ. მესმის, რეგიონში ყველას - ამერიკას, ევროპას, თურქეთს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება არც ის განცხადება, თითქოს საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებები კეთდებოდა.
თბილისის მერის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არგუმენტები აქამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ არსებობს. “რაც შეეხება კანონპროექტს, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას. სამწუხაროდ, ვერც ერთი არგუმენი მოვისმინეთ, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი, ან რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი გამჭირვალობამ მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. რატომ ეწინააღმდეგება გამჭირვალობა დემოკრატიას და ევროპულობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)