|
2024-07-11 16:44:13, 534 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დღეს ევროპის გზა გაიყინა, გაგვიყინა ხელისუფლებამ, რომელმაც ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია
დღეს ევროპის გზა გაიყინა - გაგვიყინა ეს გზა ხელისუფლებამ, რომელმაც ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე, სადაც მოძრაობა "აირჩიე ევროპა" დაფუძნდა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტა ქვეყნისთვის "ძალიან სერიოზული საფრთხეს" წარმოადგენს. “მივესალმები ამ ინიციატივის ორგანიზატორებს, რაც აუცილებელი იყო. “ავირჩიოთ ევროპა“ - მგონი, უკვე ავირჩიეთ ევროპა და ავირჩიეთ დიდი ხანია. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს და ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას. ეს არის ევროპული გზა და ევროპული ღირებულებები, რაც არის, პირველ რიგში, ქართული ღირებულებები. ამიტომ ესოდენ გვიადვილდება, რომ ევროპისკენ ვიაროთ. ვიაროთ ვთქვი, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიისა, რომელმაც ჯერ “ოცნება“ მოიყვანა სათავეში, შემდეგ მე კანდიდატი ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ გვეჩვენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატოში, ნატოს სამიტზე, განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, ასი დღე. ასი დღე ცოტაც არის და ბევრია იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)