21:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 13:33:48, 450 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა

ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც  ვლადიმერ პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ნატოს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.    

ბორელის თქმით, პუტინს სურს, რომ რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში.  

"პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს და ეს არის პრობლემა: რუსეთი კვლავ იმპერიად იქცევა და პუტინს სურს აღადგინოს იმპერია - იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. 

ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ უბედურ რეალობაში და ჩვენ ცუდად მომზადებული აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის.

75 წლის წინ საბჭოთა კავშირი გაჩნდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ჩვენ  ერთიანობითა და ძალით ვუპასუხეთ. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იგივე გზაზე გავლა“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics