|
2024-07-11 11:56:11, 426 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი, ხოლო 2025 წელი მისგან სრულად გათავისუფლების წელიწადი უნდა იყოს
26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „სამწუხაროა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე". „კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა გამოვეხმაურო, ეს არის მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური პატარა გამოხტომა, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის" აქტივისტი, კერძოდ, „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯის" ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი-დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება. მესმის, რომ არავის მოსწონს გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა არ არის კომფორტული, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. მინდა ბატონ მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო თავისუფალი იქნება ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)