|
2024-07-11 09:27:33, 489 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენის მოადგილე საქართველოშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია საქართველოშია. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზრა ზეია ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. “შეხვედრებზე საუბარი იქნება ანტიკორუფციულ სამუშაოებთან, მედიის თავისუფლებასთან, "უცხოური გავლენის“ კანონთან, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით. ზეია ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოსთვის 32-წლიანი პარტნიორობის მხარდაჭერას. გარდა ამისა, იგი ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გააძლიერებს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს. მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც დევნილი ქალების მიერ არის შექმნილი. ვიზიტის ფარგლებში მდივნის მოადგილე, ერევანშიც ჩავა, სადაც ის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“,- აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)