|
2024-07-10 16:43:00, 634 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - არ არის სწორი ბატონი ფიშერი, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს წერტილი არჩევნებმა უნდა დაუსვას
არ არის სწორი ბატონი ფიშერი - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დღევანდელ განცხადებას. “ოცნების“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ასეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს". "ასეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება?! არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში... მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს არჩევნებმა უნდა დაუსვას წერტილი, ვინაიდან ეტყობა არასწორი წარმოდგენა აქვთ საზოგადოების განწყობებზე“,- აღნიშნა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, დღეს, 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "გერმანიის მხრიდან საქართველოს წინაშე ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ იქნება".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)