02:03 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 18:38:17, 638 ნახვა

საზოგადოება
დოპინგ სკანდალთან დაკავშირებით, ჭიდაობის ფედერაციაში შეხვედრა მიმდინარეობს

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში მოჭიდავეების დოპინგ სკანდალზე მსჯელობენ. ფედერაციაში აცხადებენ, რომ მოისმენენ სპორტსმენთა ახსნა-განმარტებას, თუ როგორ მოხვდა მათ სისხლში მელდრონიუმის ჯგუფის მედიკამენტი.

თუმცა, უკვე ცნობილია, რომ დისციპლინარული სანქციები სპორტსმენებს დღეს არ დაეკისრებათ. ფედერაციაში საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო დასკვნას დაელოდებიან. 

მოჭიდავეები თბილისში გუშინ დაბრუნდნენ. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.

შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ ფედერაციის კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა,  სპორტსმენებმა არ იცოდნენ, რომ პრეპარატის მიღება უკვე ორი წელია აკრძალულია. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პრეპარატის მიღება 2016 წლიდან უნდა აკრძალულიყო და სპორტსმენები შეცდომაში ფედერაციის წარმომადგენლებმა შეგნებულად შეიყვანეს. ამასთან წყარომ იმ ექვსი სპორტსმენის გვარებიც გაგვიმხილა, რომელთაც დოპინგი უკვე დაუდგინდათ:

ესენი არიან: თავისუფალი ჭიდაობიდან: ბუჯიაშვილს, ლომთაძეს, კენჭაძეს, მეშვილდიშვილსა და მოძმანაშვილს. ხოლო ბერძნულ რომაული ჭიდაობიდან - მათე სოფაძეს.

ფედერაციის წყააროს ცნობით, დოპინგი იმ ოთხი მოჭიდავის ორგანიზმშიც აღმოჩნდა, რომელთა ანალიზიც გერმანიაშია გაგზავნილი და ოფიციალური შეტყობინება ფედერაციას ჯერ მისვლია, თუმცა ინფორმაცია ლააბორატორიიდან უკვე აცნობეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია, ვინაიდან ვინაიდან ანალიზები დანომრილია და ასეა გაგზავნილი გერმანიის ლაბორატორიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics