21:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 21:22:08, 417 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, განხორციელებულ პროექტს დედაქლაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, LED განათებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდა -  დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. 

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტერიტორია არ იყო, შევძელით, მაქსიმალურად სწორად დაგვეპროექტებინა. ტერიტორიაზე მოეწყო პატარა საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, დასასვენებელი სივრცე. ამ დასახლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან, ფაქტობრივად, აქ არაფერი არ არსებობდა. ტერიტორიის ფართობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გაკეთდა. აქვე, მოშორებით არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც 100-მეტრიანი სტადიონის მოწყობის შესაძლებლობაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ პროექტს და სამომავლოდ მასაც განვახორციელებთ. 

სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი პატარა, ვინც ფეხბურთით არის დაინტერესებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების შემდეგ ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ფეხბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. 

"აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი გამოიყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics