21:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 21:09:28, 407 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მაშინ, როდესაც ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს, საქართველო დაჩაგრეს

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გამოიყენოს თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება უკრაინაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერებას ეხებოდა. 

კალაძის თქმით, არავის ვუსურვებდი იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება.

თბილისის მერი ევროპაში მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მიუღებლობას უკავშირებს. 

"განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოწოდებები, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როდესაც ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, თუმცა ესეც ცხადია საზოგადოებისთვის, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს ინტერესები ბოროტად იქნას გამოყენებული, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, დაპირისპირება და ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics