21:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 17:00:39, 572 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ნეტავ, ბელადმა თუ იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს - განახლებული სახეებით არაფერი იცვლება

გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა რა დააშავა ისეთი, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა. „ხაბე“, გამაგრდი, გგულშემატკივრობ. ვაშაძეა ახალი სახე, ბოკუჩავა თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე? ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და"სტრატეგია აღმაშენებელის" მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენას.

ზარქუას თქმით, ენმ-ზე „სერიოზულად საუბარი არ ღირს".

„მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტავ, ბელადმა თუ იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდების რცხვენიათ და შეცვალეს. ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. ვინაა ახალი სახე? ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე – ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა. ერთმანეთში აქვთ ქიშპი. ამ სახელებით და თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება. „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, გინდ მას წინ ორიანი მიუწერე და გინდ ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე. ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანის წასვლას, შიგნით დაპირისპირებაა - აბა, ჩემი ხაბე რატომ ჩააჩოჩეს? როგორც ჩანს, კეზერამ დაფინანსებაზე უარი თქვა, „ლუზერების" დაფინანსება არ უნდა, ბიზნესმენია და მათთვის მოპარული ფული არ ემეტება. შიგნით ბრძოლაა გავლენებისთვის. ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ინტერესები, მთავარია, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“,- განაცხადა ზარქუამ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივლისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სახელწოდებით „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წარადგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics