|
2024-07-08 21:27:46, 421 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წარადგინა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ყრილობაზე ახალი პოლიტიკური პლატფორმა, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წარადგინა. პლატფორმას შეუერთდა დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე. "დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია. 26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომლისკენაც ივანიშვილი 12 წელია მიგვაქანებს ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი, ერთიანი და დავიმკვიდროთ ჩვენი ღირსეული ადგილი ევროპაში. 26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)