|
2024-07-05 20:07:58, 489 ნახვა
პოლიტიკა
პენტაგონი - საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს
აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას განუსაზღვრელი ვადით გადადებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსეული პარტნიორის“ გადადება უკავშირდება "აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას". „შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ ისეთ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება მოკავშირეებსს და პარტნიორებთან, მათ შორის, სწავლება „მებრძოლ სულთან“ თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)