06:27 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 15:14:20, 453 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება“ არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სუვერენიტეტსაც რისკის ქვეშ აყენებს

"ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ "ოცნების" მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა - სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად "ოცნება" არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სუვერენიტეტსაც რისკის ქვეშ აყენებს".

"რეზოლუცია მოუწოდებს დეოკუპაციისკენ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერის სრული დაცვით და მტკიცე მხარდჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ოქტომბრის არჩევნების დაცვაზე და კრემლის მიერ მხარდაჭერილად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ანტი-დემოკრატიულ ნაბიჯებს.   

ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა, უარი თქვა რეზოლუციის მხარდაჭერაზე და პროპაგანდისტების მეშვეობით დაიწყო ყალბი ნარატივის გავრცელება, რომ თითქოს რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება.

ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ "ოცნების“ მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა. სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად "ოცნება" არამხოლოდ ევროპულ მომავალს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ სუვერენიტეტსაც. 

შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულია, არამხოლოდ ევროპული მომავლის დასაცავად, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად",- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics