|
2024-07-04 16:49:10, 385 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ენმ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ
„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, პარტია 8 ივლისს "მნიშვნელოვან საკითხებს" გადაწყვეტს. „დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა მოწვეული, სადაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გადავწყვეტთ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად, ვგულისხმობ, რომ დიდ ერთობაში ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ამიტომ, დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8-ში, ყრილობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. უახლოეს დღეებში თქვენ და საზოგადოებას ეს ინფორმაცია ექნება და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სწორედ ამიტომ იყო დღეს პოლიტიკური საბჭო, ამიტომ ჩავატარებთ 8-ში ყრილობას იმისთვის, რომ არცერთი დღე და არცერთი საათი არ დაიკარგოს",- თქვა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)