12:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 13:00:14, 652 ნახვა

სამართალი
მიმდინარე წლის ივნისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61  ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 - ქვემო ქართლის, 8 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 7 - სამცხე-ჯავახეთის, 11 - გურიისა და  5 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. 

"ჯამში  ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 56,639 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაურეგისტრირებული სახერხი საამქროების 4 ფაქტი - სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში გამოავლინეს. 

შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქროები დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული  24,729  კუბური მეტრი სამასალე და 26,387 კუბური მეტრი  საშეშე მერქანი "საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე  შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 436 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 355,91  კუბური მეტრი შეადგინა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics