|
2016-02-16 16:20:54, 1009 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სემინარი მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სამდღიანი სემინარი - „მართვა და სამხედრო განათლება“ მიმდინარეობს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღონისძიება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა. ყოველწლიური სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. სემინარის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ და ისეთ თემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: ჯარისკაცების უფლებები და მოვალეობები, სამხედრო კანონი და დისციპლინა, სამხედროების ინტეგრაცია საზოგადოებაში, სამხედრო ომბუდსმენის როლი გერმანიის ბუნდესტაგში და სამხედრო კაპელანის ინსტიტუტი. ასევე განიხილება გენდერისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხები. სემინარი 16 თებერვალს გაიხსნა და 18 თებერვალს დასრულდება. კურსს საქართველოს თავდაცვის უწყების 35 წარმომადგენელი ესწრება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)