|
2016-02-16 15:43:34, 655 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობა სკოლებში შშმ პირთა თემატიკაზე ახალ პროექტს „შეცვალე დამოკიდებულება“ იწყებს
საბურთალოს რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო - „შეცვალე დამოკიდებულება“. მერიის ინფორმაციით, პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტის პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა დღეს N52 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი თბილისის მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელდა. „პროექტები დევიზით „შეცვალე დამოკიდებულება“ ჩვენ შარშან დავიწყეთ, როდესაც თბილისში ჩატარდა სპორტული გარბენი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შშმ პირებმა, რომლებმაც საბურთალოდან თავისუფლების მოედნამდე ჩვენთან ერთად დაფარეს ხუთ კილომეტრამდე მანძილი და ამით დაგვიმტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. უფრო მეტიც, იმავე დღეს კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, საკუთარი რეკორდი მოხსნა და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა ხელით აზიდვებში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისეთ სოციალურ, საგანმანათლებლო თუ სპორტულ პროექტებს, რითაც ხელს შევუწყობთ საზოგადოებაში ამ დამოკიდებულების ცვლილებას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სალექციო კურსს მეცნიერებათა დოქტორი ლალი გელაშვილი კითხულობს. N52-ე სკოლაში გამართულ შეხვედრას პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილეები, ნინო დევიძე და კოკა მუმლაძეც ესწრებოდნენ. მათ აუდიტორიას მიმართეს და განაცხადეს, რომ სატელევიზიო შოუში მონაწილეობის შემდეგ მათ მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად შეიცვალა, თუმცა მანამდე მათ ხშირად უგრძვნიათ თავი საზოგადოებისგან გარიყულად. აღნიშნული სალექციო კურსი მოიცავს ვიდეო რგოლების ჩვენებას, დისკუსიებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას, ასევე სპეციალური კითხვარების შევსებას ლექციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ. „შეცვალე დამოკიდებულება“ სამთვიანი პროექტია და ის რაიონის 19 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)