00:00 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 15:59:02, 409 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება

იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

ბოკუჩავას თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "არაერთხელ უღალატა". 

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა და ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისი ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების გაგზავნა ვაშინგტონში",- აცხადებს ბოკუჩავა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად უცხო ქვეყანაში ჰყავს გაგზავნილი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics