|
2024-07-01 15:08:58, 446 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად უცხო ქვეყანაში ჰყავს გაგზავნილი
ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად უცხო ქვეყანაში,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს. გახარია, რომელიც "შიკრიკის" ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ ის საკმაოდ "მაღალი დონისაა". "ძალიან საინტერესო არის შემდეგი: ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი, საკმაოდ მაღალი დონის და სჯობს, სხვა დროსაც გავიგებთ. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად, გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია. მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, "დემოკრატები" იქნებიან თუ "რესპუბლიკელები", ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებაში, რამეს რადიკალურად შეცვლის, ეს ჰგონიათ და მეორე, მეორე კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, პოლიტიკურ? ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, აი, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია. ფოსტალიონების ასეთი გზავნა დაიწყება ახლა ხშირად. კიდევ ერთხელ, სერიოზულად ვამბობ, სჯობდა, რომ არ გაეგზავნა, ეს ისეთი ფორმით მოხდა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. მთავარი რა არის და რა არის შეცვლილი. ამერიკაში ბოლოს 6 თვის წინ ვიყავი. რა არის დღეს მთავარი, აბსოლუტურად გააზრებული აქვთ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს ერთი. აბსოლუტურად გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხი არის სრულად თავისი ცივილიზაციური ევროპული დასავლური არჩევანის ერთგული და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არა საჯარო სექტორი მთლიანად, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არის გაურკვეველი ორიენტაციის, პრორუსი, პროჩინელი, რა მიშვნელობა აქვს, მაგრამ ანტიდასავლური! ანტიდასავლური! ეს აქვთ აბსოლუტურად მკაფიოდ გაგებული",- აცხადებს გახარია.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)